Menu Close

რატომ?

მოგესალმებით მეგობრებო
https://mysadguri.ge/ შეიქმნა იმისათვის, რომ გავამარტივოთ დღევანდელი ყოფა.
პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საქალაქთაშორისო მიმოსვლის ტრანსპორტის ძებნასა და ადგილის დაჯავშნას.
რატომ უნდა დაჯავშნო ამ სისტემით?
– იმიტომ, რომ არ მიხვალ 20 წუთით ადრე არიქა და ადგილი შემხვდეს ნორმალურიო. დაჯავშნი კონკრეტულ ადგილს, არ დაიწყებ თხოვნას შეგინახონ წინა, შუა ან ადგილი ფანჯარასთან
– იმიტომ, რომ არ დაიწყებ გადარეკვებს ნეტა მიდის თუ არაო.
– იმიტომ, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ტექნიკური დათვალიერება გავლილი აქვს თუ არა. თუ არ აქვს უბრალოდ ჩავხსნით.
– იმიტომ, რომ ჩვენ ვანიჭებთ ნიშნებს ტრანსპორტს რომლებიც ხარისხის ამაღლებისკენ არის მიდრეკილი.
– იმიტომ, რომ იდეიდან განხორციელებამდე სულ 10 დღე დასჭირდა და ასევე იქნება ყველა სიახლე.
– იმიტომ, რომ გვეყოფა ქაოსში ყოფნა. ჩვენც ხომ უნდა შევძლოთ გვქონდეს სისტემები რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებენ.
– იმიტომ, რომ ხვდები ეს უკვე მომავალია. დრო მოჭამა ფიზიკურ მისვლამ სადგურებზე, ქაოსურ, არაფრის მომცემ ლოდინმა. კიდევ გაქვს ამის დრო? რაც მალე გადახვალ მით მალე გაიმარტივებ ცხოვრებას.
– იმიტომ რომ კარგი იდეაა და მხარდაჭერა სჭირდება თუ გვინდა, რომ მივიღოთ ის რაც არის ჩაფიქრებული და როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.
კიდევ ბევრი “იმიტომ, რომ” თუმცა მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ მოვისმინეთ თქვენი წუხილი და სწორედ ეს იყო იდეის ანთების ნაპერწკალი, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაგველაგებინა ეს ქაოსი, ქაოსი რომელი ტრანსპორტის ძებნას მოყვა FB ჯგუფებში. ჩვენ კვლავ მოგისმინთ, მივიღებთ მითითებას, შენიშვნას და ვისწავლით, გავაუმჯობესებთ, გამოგყვებით სურვილებში იმიტომ, რომ თქვენი კმაყოფილება ჩვენთვის უპირატესია!
მოგვწერეთ და გვიმეგობრეთ. ჩვენ მუდმივად დავდებთ ვიდეო რგოლებს ჩვენს წარმატებულ და მოწესრიგებულ მძღოლებზე.
ავტომობილის, მინივენის, მიკროავტობუსის მფლბელებმა კი გადახედეთ ვებ გვერდზე ინსტურქციებს. ნებისმიერ მიმართულებას დავამატებთ რომელსაც გვეტყვით არ აქვს მნიშვნელობა ეს საქართველოს ტერიტორიაზე იქნება თუ სხვა ქვეყნის. გვითხარით, ერთად დავალაგოთ, გირჩევთ, გვირჩიეთ და დავიწყოთ მეგობრობა.
გისურვებთ წარმატებებს როგროც თქვენ ასევე ჩვენ!
Mysadguri

FREE
VIEW