Menu Close

როგორ გავწევრიანდე?

პირველ რიგში გაგაცნობთ ჩვენ რას ვთავაზობთ მძღოლს:

  • გამართულ, მაქსიმალურად მოქნილი პლატფორმას რომლის მეშვეობითაც მოხდება მომხმარებლის მიერ ადგილის, კონკრეტული სავარძელის დაჯავშნა.
  • კარგი ავტოტრანსპორტის შემთხვევაში ინიციალებისა და ნიშნების მონიჭება რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მგზავრობის მაღალ ხარისხს, ანუ რომელი მომხმარებელიც მეტის გადამხდელია კომფორტში და ხარისხში მან შეძლოს თქვენ გიპოვოთ. დღეს ამის საშუალება ბაზარზე არ არის, ამიტომ ეს სეგმენტი დაკარგულია. ასეთი მომხმარებელი ან მიდის საკუთარი მანქანით ან ჯავშნის კერძო კომპანიების ტრანპორტს.
  • მომხმარებლის თქვენს მიმართ ლოიალობის შემთხვევაში საშუალება ექნება პირდაპირ თქვენ გიპოვოთ.
  • ვუზრუვნელყოფთ ყველა დაჯავშნილ ბილეთზე მომხმარებელთან გადარეკვას ქოლცენტრის მეშვეობით და დაზუსტებას სხვადასხვა ტიპის დეტალებისათვის. ამასთანავე დარწმუნებას, რომ ნამდვილად წამოვა.
  • მომხმარებელს მისდის ბილეთი სადაც მოცემულია დეტალები: ბილეთის ნომერი რომელიც მაიდენტიფიცირებელია დაკვეთის, იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ მომხმარებლის იდენტიფიცირება, თუმცა ბილეთის გაარეშეც თქვენ ჩვენგან ელექტრონულ ფოსტაზე ან საწყის ეტაპზე სხვა საკომუნიკაციო არხით მაგალითად ვაიბერზე შევძლებთ მოგაწოდოთ, თუმცა მოგიწევთ ელ ფოსტის გახსნა იმისათვის, რომ ინახებოდეს ჩვენი მიმოწერა და საჭიროების შემთხვევაში დადარება. იხილეთ ბილეთის მაგალითი
  • მომხმარებელს დამატებით ეგზავნება სმს.
  • თქვენ თქვენივე სმარტფონიდან შეხვლთ როგორც ნებისმიერი მომხმარებელი და ნახავთ რამდენია დაჯავშნული და რა ადგილები. თუ თქვნ გყავთ მომხმარებელი, თქვენივე სახელით დაჯავშნით, ჩვენ იდენტიფიცირებას მოვახდენთ რომ თქვენ დაჯავშნეთ და ეს არ ჩაითვლება ჩვენგან მოყვანილ მომხმარებლად.
  • ჩვენ ვარეკლამებთ სხვადასხვა ციფრული არხებით საზოგადოდ. დამატებით ვაგზავნით SMS-ებს მიზნობრივ ჯგუფთან იმისათვის, რომ პლატფორმა გახდეს მოთხოვნადი.
  • ფინანსური დეტალები ურთიერთ მოლაპარაკების საგანია და განისაზღვრება თქვენი სერვისიდან, თქვენი ხარისხიდან. რაც მაღალია მომხმარებლის კმაყოფილება მით დაბალია ჩვენი მომსახურების ღირებულება.

იმისათვის, რომ თქვენ თქვენი ტრანსპორტით შემოუერთდე mysadguri.ge ს და ისარგებლოთ სერვისით საჭიროა ეთანხმებოდეთ რამოდენიმე სავალდებულო მოთხოვნას:

სავალდებულო მოთხოვნები

  1. თაქვენს ავტომობილს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექ ინსპექტირება და იყოს ვალიდური.
  2. ფლობდეთ სმარტფონს და იცოდეთ ინტერნეტში გვერდის ძებნა, გამოყენება.
  3. გქონდეთ ელექტრონული ფოსტა. მინიმუმ ჩართვიდან 1 თვეში მაინც უნდა შეძლოთ სარგებლობა.
  4. მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ მგზავრობის დაწყების თქვენს მიერ დაანონსებული დრო არ ცდებოდეს +/- 10 წუთს.
  5. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მომხმარებელი რომელიც დაჯავშნის სავარძელს, შეძლოთ ამ სავარძლის მისთვის შენახვა.
  6. უნდა გესმოდეთ, რომ თანხის გარეშე დაჯავშნას შეიძლება მოყვეს მომხმარებლის მიერ გაუქმება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სატელეფონო გადარეკვით ვამოწმებთ. მიუხედავად ამისა თქვენ უნდა შეასრულოთ მიმართულება. თუმცა ესეთი ტიპის დაჯავშნა მომხმარებელში ზრდის სანდოობას და მოქნილობას რაც უზრუნველყოფს მეტ მოდინებას.

თუ ზემოხსენებული მოთხოვნები მისაღებია მაშინ მოგვაწოდეთ

  1. ავტომობილის ტექ პასპორტის სურათი ან დასკანერებული ასლი როგორც თქვენთვის მისაღებია.
  2. ტრანსპორტის
    1. სავარძლების რაოდენობა
    2. სავარძლების განლაგება. თუ გსურთ დახატეთ და გადაუღეთ, ან ინტერნეტში მოძებნეთ მსგავსი განლაგება და ის გამოგვიგზავნეთ. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ავოტმობილის საჭე საით არის და სავარძლები როგორ არის განლაგებული, რომ შესაბამისი სავარძლები დავამატოთ.
  3. ერთი სურათი ავტომობილის ფონზე იმისათვის, რომ მგზავრმა შეძლოს მძღოლის და ავტომობილის იდენტიფიცირება. თუ სხცვადასხვა მძღოლი მოძრაობს, მაშინ მძღოლის გარეშე. თუმცა სასურველია მძღოლი ჩანდეს. ეს იწვევს დამატებით სანდოობას. სურათი უნდა იყოს დაახლოებით ასეთ სტილში არ აქვს მნიშვნელი სედანია, მინივენი თუ მიკროავტობუსი:
  4. მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენს მარშუტზე
    1. თქვენი სამარშუტო მიმართულებები
      1. რომელ საათზე გადიხართ? საიდან? და რა ღირს?
      2. რომელ საათზე ბრუნდებით? საიდან? და რა ღირს?
      3. კითხვაზე საიდან? უნდა გასცეთ პასუხი ანუ ის ცნობადი ადგილი სადაც მოგძებნით მომხმარებელი. არ არის აუცილებელი ეს ადგილი იყოს საზოგადოდ ავტოსადგური. მთავარია ადგილი იყოს სადაც მომხმარებელი მარტივად მოგაკითხავთ, რა ადგილსაც მოგვწერთ იმას მივუთითებთ.
  5. ტრანსპორტის სრულად დაჯავშნის შემთხვევაში რა ფასდაკლებას გაუკეთებთ მომხმარებელს ანუ თუ კი მან მოინდომა სრულად დაჯავშნოს მაგალითად სედანზე 4 ბილეთი შეიძინოს რა ფასდაკლება ექნება თქვენგან? ან ვთქვათ მიკროავტობუსის დაქირავება მოუნდა, რა ფასდაკლებას გააკეთებთ? % ად.
  6. მინიმუმ რამდენი მგზავრი უნდა გყავდეთ იმისათვის, რომ დაიწყოთ მგზავრობა. რეკომენდირებულია მინიმალური რაოდენობა გვითხრათ მიმართულებაზე ან ორივე მიმართულებაზე ჯამში იმისათვის რომ მომხმარებელი დარწმუნდეს თქვენს სანდოობაში.
  7. რა სერვისს სთავაზობთ?
    1. გაქვთ თუ არა კონდინციონერი?
    2. გაქვთ თუ არა დამატებით პირბადეები?
    3. გაქვთ თუ არა წყალი?
    4. გაქვთ თუ არა Wifi
    5. გაქვთ თუ არა მონიტორი?
    6. გაქვთ თუ არა ციფრული თერმომეტრი და უზომავთ თუ არა ყველა მგზავრს ტემპერატურას?
    7. რამდენჯერ აჩერებთ გზაში თუ კი აჩერებთ?
    8. კიდევ დამატებით რა მომსახურებას სთავაზობთ?
    9. თქვენი ტრანსპორტის ან მომსახურების უპირატესობები რასაც თქვენ თვლით უპირატესობად.
  8. ავტომობილის სურათები
    1. გარე ვიზუალი ისე რომ მანქანაზე ჩანდეს წინა და გვერდი ანუ მგზავრის მხარეს წინა კუთხის მხრიდან გადაღებული როგორც ვთქვათ ეს ზემოთ სანიმუშო სურათზეა.
    2. ავტომობილის შიდა სურათები – სედანზე 1 სურათი, მინივენზე 2 სურათი, მიკროავტობუსზე 3 სურათი
    3. ყველა იმ დამატებითი სერვისის სურათები მაგალითად წყალი, პირბადე, თერმომეტრი და ა.შ. თქვენსავე მაქნანაში თუნდაც სავარძელზე ერთად შეგროვებული გადაიღეთ, იმისათვის რომ მომხმარებელს მეტი სანდოობა გაუჩნდეს.
  9. რა დღეებში მუშაობთ და ისვენებთ იმისათვის, რომ წინასწარ გაიწეროს გრაფიკი. მინიმუმ 10 დღიანი ინტერვალი. სასურველია გვითხრათ თვის ჭრილში ან კვირის დღეები რომელშიც სტაბილურად დასვენება გაქვთ.

 

ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააერთიანოთ ვორდის ფაილში, ან მარტივად დაწეროთ ფურცელზე დაასურათოთ და ჩაგვიგდოთ სურათებთან ერთად ან ცალკეულ ფაილებად მოგვაწოდოთ როგროც ჩვენი ფეისბუკ გვერდის მეშვეობით https://www.facebook.com/mysadguri ან ჩვენს ელ. ფოსტაზე mysadguri@outlook.com გთხოვთ უპირატესობა ფოსტას მიანიჭოთ ვინაიდან ინახება ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში კვლავ შეძლებთ მოძებნოთ რა მოგვაწოდეთ.

დამატებით კითხვებისათვის დაგვიკავშირდით 595905577

Mysadguri

FREE
VIEW